ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქ ოზურგეთის სანაპიროზე, შემოვლით ავტომაგისტრალზე, მინი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაიწყო.
მშენებლობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და გარდა საფეხბურთო სტადიონისა აქ საკალთბურთო მინი მოედანი და ექადიიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილტა მდინარე ბჟუჟზე საფეხმავლო ხიდის გაკეთებაც იგეგმება.
როგორც მშენებარე კომოპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონების ავტომაგისტრალზე მშენებლობამ ადგილობრივებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
პოლიტიკურ ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ მსგავს თემებს ხელისუფლების კორუმპირებული ჩინოვნიკები საბიუჯეტო თანხების მისათვისებლად იყენებენ და მეტი არაფერი აინტერესებთ, ექსპერტები კი აცხადებვენ, რომ მსგავსი ტიპის რკინა ბეტონის კონსტრუქციებს ფეხბურთითა და კალათბურთით დაინტერესებული მომავალი თაობებისათვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს.
განსაკუთრებით სახიფათოდ ბავშვებისათვის მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ მოედანი ასფალტით კეთდება, რაც ბავშვის ორგანიზმს სერიოზულად აზიანებს.
“გურიის მოამბე” ამ თემაზე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და ექსპერტებს ესაუბრა, ჩვენ ასევე ვიმყოფებოდით ოზურგეთის მერიაში, თუმცა იქ “ტრადიციას’ არ უღალატეს და დაცვის პოლიციამ შენობაში არ შეგვიშვა.
თათია ნიკოლაშვილი – ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი; |ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – ეს არის,კიდევ ერთი ნათელი და ცხადი – კლასიკური მაგალითი, მავნებლური, ქოცური „მუშაობის“. რომელიც წესით უნდა ემსახურებოდეს ბავშვების კეთილდღეობას, მაგრამ ვხედავთ, რომ რატომღაც ამ ადამიანებმა, ოზურგეთში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც მსგავსი სტადიონის მოწყობა იქნებოდა მიზანშეწონილი და ბავშვებისთვის სასარგებლო, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ მთავარი ცენტრალური, ოზურგეთის შემოვლითი გზა აეთხარათ, ახალდაგებული მაგისტრალი გადაეთხარათ და ამ ცენტრალურ ადგილას გაეკეთებინათ სტადიონი, რომელიც სტანდარტების ყოველგვარი დარღვევით შენდება, ბეტონითაა, ბავშვებისთვის საზიანოა. ასევე, უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული, ბავშვებისთვის, რომლებმაც აქ უნდა ივარჯიშონ და მათ პირდაპრ ცენტრალურ გზაზე მოუწევთ გამოსვლა.
ეს, არის კიდევ ერთი მავნებლობა ქოცების და კონკრეტულად ავთანდილ თალაკვაძის, რომელსაც არანაირად არ აინტერესებს საკუთარი პირადი ინტერესებისა და ჯიბეების გასქელების გარდა არაფერი.
ხარიტონ ჩხატარაშვილი – UEFA უმაღლესი კატეგორიის მწვრთნელი – ასეთი მარტივი ტიპის სტადიონები არავითარ შეღავათს და არავითარ შესაძლებლობას არ აძლევს ბავშვებს განვითარდეს. იმიტომ, რომ ტექნოლოგიურად არასწორადაა პროცესი. რკინა-ბეტონია ფაქტიურად და რკინა-ბეტონზე იგება თხელი საფენი, რომელზეც ბავშვების ვარჯიში არ შეიძლება.
დღეს ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალში“ 200-ზე მეტი ბავშვია, რომლებიც ვერ ახერხებენ ვარჯიშის ჩატარებას მინდვრის უქონლობის გამო. ტერიტორია არსებობს ოზურგეთში ცენტრალურ სტადიონზე, ლაშეს სტადიონზე და შეიძლებოდა იქ გაკეთებულიყო ასეთი სტადიონები. მაგრამ, ტექნოლოგია უნდა იყოს დაცული, როგორც თანამედროვე ტექნოლოგები ითვალისწინებს.
ეს პირველი შემთხვევა არაა ოზურგეთში. ასე გაკეთდა „სამკუთხაზე“ სტადიონი და ასე გაკეთდა “კრუპსკაიას” ქუჩაზე, რომელიც გამოუსადეგარია ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისათვის. ასეთი პატარა სტადიონები და ასეთი ტექნოლოგიებით დაგებული სტადიონები, ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ხელს ვერ შეგვიწყობს.