„პრეზიდენტის განცხადებები ზის სწორედ იმ ნარატივში, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია” – განაცხადა რადიო „ფორტუნას” პირდაპირ ეთერში უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა.
გადაცემაში „დღის თემა”. „ქართული ოცნების” წევრი ორაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში მართლაც საფრთხილოა.
„გვახსოვს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში და მისი დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომ თითქოს ხელისუფლება სხვა გზას ადგას, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. თუთქოს ქვეყნის მოსახლეობა და ხელისუფლება სხვა და სხვა შეხედულებებით ხელმძღვანელობს, რაც ზის სწორედ იმ ნარატივში, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია. საფრხილოა ასეთმა განცხადებებმა და ამას კვლავ ექნება ადგილი, არ დააზიანოს ჩვენი ქვეყნის ინტერესი საპასუხისმგერბლო დროს” – განაცხადა დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის თემა”.
რაც შეეხება უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს და ხალხის ძალის ერთ-ერთ ლიდერს, ეკა სეფაშვილს ის ამბობს, რომ „ხალხის ძალას” პრეზიდენტის განცხადებების არ ეშინია.
„მისი განცხადებების ნამდვილად არ გვეშინია, თუმცა უდავოა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ოპოზიციის ნარატივში ზის და მისი მხრიდან ხშირად აქვს ადგილი უსაფუძვლო კრიტიკას” – განაცხადა რადიო „პორტუნას” ეთერში ეკა სეფაშვილმა.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით ხელისუფლებას ეშინია, რომ პრეზიდენტის ვიზიტი და მისი განცხადებები დააზიანებს ქვეყნის სწრაფვას კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ.
„უმჯობესია, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ფართო ასპარეზი ასეთი დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების დროს” – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.