ევროპა დაასამარეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ – თალაკვაძე ენმ-ზე

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა ლიდერმა ევროპა დაასამარეს და ყველაფერი გააკეთეს, რათა ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა:

„ამიხსენით, როგორ შეიძლება, ამ ადამიანებს ევროპულ მომავალთან დავუსვათ ტოლობის ნიშანი?! დაწყებული ადამიანის უფლებებიდან, დამთავრებული საკუთრებით, ევროპა დაასამარეს ამ ადამიანებმა, ამ პარტიამ და მისმა ლიდერმა. ამის გარდა, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძირი გამოეთხარათ.

იმ ყველაფერს, რაც გააკეთეს, აკეთებდნენ ევროპის სახელით, რაც ასევე ამორალურია და, რამაც საქართველოში ევროპული იდეა სერიოზულად დააზიანა თავის დროზე. რაც თვითონ გააკეთეს, იმას ჩვენ გვაბრალებენ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share