ნუ გგონიათ, რომ წინასწარი შეტყობინებები არ იყო შოვის ღვარცოფზე

1. სადღაც 27-28 ივლისს ნახა რეინჯერმა და შეატყობინა;
2. გარემოს დაცვის ორგანიზაციების ყველა წინასწარი შეფასება ვარაუდობდა მსგავს მოვლენას.
მაშინ სადაა პრობლემა?
სად რა იცით უკვე:
როდესაც ყველა, ვინც მთავრობაშია, ფიქრობს ფული როგორ გააკეთოს, დააგროვოს, ტენდერში წილში ჩაჯდეს, მათი უშუალო ფუნქცია მეორეული და მესამეული ხდება. რომც მოესმინათ, არ მიაქცევდნენ ყურადღებას, მათი ტვინები სხვა ამოცანებითაა დაკავებული.
ეს ლამის სოციალური კანონია. რა იწვევს ამ კანონის ამოქმედებას?
როდესაც ბიუროკრატი ანგარიშვალდებულია არა ამომრჩეველთან, არამედ, ერთ-ორ ადამიანთან.
აი, მოკლედ ასეთი ვითარებაა. არც ამ მთავრობის, არც ამ პარლამენტის ადგილი არაა ამ ქვეყანაში. თუნდაც იმიტომ რომ რაჭის ამბავი, სხვადასხვა ფორმით, ყოველდღე მეორდება. აი, ის სქემა, ზემოთ რომ აღვწერე.
ამიტომ, ეს მთავრობა და პარლამენტი უნდა გადადგეს.
ისიც ვიცი, ოპოზიცია რატომ არ აქტიურობს, ყოველთვის ასე იყო ამ ქვეყანაში, როდესაც სამთავრობო კრიზისი დგებოდა: არ არიან დარწმუნებული საკუთარ, ექსკლუზიურ გამარჯვებაში და ალიანსი და ჯერ მოუპოვებელის გაყოფა სხვასთან არ უნდათ. მაგრამ, ეს არაა მხოლოდ მათი უმოქმედობის მიზეზი.
ოპოზიციის გამოსავალი მარტივია, მაგრამ არ აკეთებენ: უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, შეადგინონ ჩრდილოვანი კაბინეტი და ამ კაბინეტით დაიწყონ ბრძოლა ვადამდელი არჩევნებისთვის. ვინც ამბობს, რომ ამისთვის მზად არ არიან და ახლა ამის დრო არაა, უბრალოდ, მოსყიდულები არიან ბიძინას მიერ.
სულ ესაა, მარტივად და ადვილად გასაგები.
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გიგი თევზაძე

2006 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და 4D კვლევების ინსტიტუტის დირექტორი.

არის 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის, 14 წიგნისა და რამდენიმე ათეული ბლოგის ავტორი ქართულ-ინგლისურ, გერმანულ, მაკედონიურ და რუსულ ენებზე. 14 წიგნიდან 3 მხატვრული ლიტერატურის ჟანრისაა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share