უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო რომის პაპ ფრანცისკეს გამოეხმაურა, რომელმაც რუსი ახალგაზრდებისადმი მიმართვისას „რუსეთის სიდიადე“ ახსენა.
როგორც ოლეგ ნიკოლენკო ამბობს, გულდასაწყვეტია, რომ რომის პაპი იმეორებს რუსეთის იმპერიული პროპაგანდის თეზისებს, რომლითაც, რუსი მაღალჩინოსნები ამართლებენ ხოლმე მეზობლებისადმი აგრესიას.
„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ რუსულ იმპერიული იდეები, რომლებიც სწორედ რუსეთის ქრონიკული აგრესიულობის მიზეზია, გააზრებით თუ გაუაზრებლად ისმის რომის პაპის ბაგეებიდან, რომლის მისიაც, ჩვენი გაგებით, სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ რუს ახალგაზრდებს თვალი აუხილოს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების დესტრუქციული კურსის შესახებ“, – ამბობს ნიკოლენკო.
ცნობისთვის, პაპმა ფრანცისკემ რუს ახალგაზრდებს მიმართა:
„არასდროს დაივიწყოთ მემკვიდრეობა. თქვენ დიდი რუსეთის მემკვიდრეები ხართ: დიადი რუსი წმინდანების, მმართველების, პეტრე I-ის დიდი რუსეთის, ეკატერინე II-ს – დიადი, განათლებული, დიდი კულტურისა და დიდი კაცობრიობის იმპერიის მემკვიდრეები. არასდროს არ თქვათ უარი ამ მემკვიდრეობაზე, გააგრძელეთ ეს მემკვიდრეობა“, – თქვა რომის პაპმა.