საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ კიევში შეკრებილმა ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიევისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს”. – თქვა ბორელმა.
ბორელის თქმით ის ბრძოლას გააგრძელებს და იმედს იტოვებს, რომ წლის ბოლომდე უკრაინა დამატებით სამხედრო დახმარებას მიიღებს.
ბორელის გეგმით უკრაინას 2024 წელს ევროკავშირმა 5 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება უნდა გამოუყოს.
2 ოქტომბერს უკრაინის დედაქალაქში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავიდნენ. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად სამხედრო დახმარების საკითხიც განიხილეს.