ხალხი ნამდვილად იმსახურებს სტატუსს, მაგრამ ქვეყანა მთავრობის ქმედებებით იზომება – კუბილიუსი

”ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და ის რომ იყოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის ნაწილი და რომ მიიღოს ევროკავშირის წევრის სტატუსი, მაგრამ ქვეყანა იზომება ქვეყნის მთავრობის ქმედებებით, მმართველი პარტიის ქმედებებით და ეს გახლავთ პრობლემური.

დღემდე რაც ვიხილეთ, ქართული ოცნება და მთავრობა წინასწარ განზრახულ ქმედებებს ახორციელებენ იმ შესაძლებლობის წინააღმდეგ, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს ქმედებები ნათლად ანახებს იმას, რომ მმართველი პარტია კვლავ არ იქცევა ევროპული დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად. არსებობს ინიციატივები პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ანალოგიური საკითხები გვანახებს, რომ ეს პრობლემურია საქართველოსთვის. ამჟამად კომისია და საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, ალბათ, ეს გადაწყვეტილება იქნება ისე, რომ არ დასაჯოს ქართველი ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ახორციელებს საქართველოს ევროკავშირისკენ მოძრაობის საბოტაჟს. ”

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულას ეთერში, გადაცემა სანაიაში ისაუბრა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share