„იარაღის სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე“ – ასეთი ფორმულირება ქონდა სუსს, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქის მიმართ.
გარდაცვლილა ხალხნო, ხვდებით?
არ გამიკვირდება დაწერონ, რომ ნადირობდნენ და შემთხვევით მოხვდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgia აუცილებლად დასრულდებით მოსახლეობის ბრძოლის შედეგად. სამარცხვინოებო!”
წერს ვიკა ბუკია სოცქსელში.
შეგახსენებთ, რუსი ოკუპანტები სოფელ კირბალის მიმდებარედ საქართველოს ორ მოქალაქეს დაესხნენ თავს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ისინი მოქალაქეების დაკავებას ცდილობდნენ. ოკუპანტებმა ერთ-ერთი მოქალაქე ადგილზე მოკლეს. მეორე მოქალაქე უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა გადაყვანილი და ის, სავარაუდოდ, ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.