შფოთიანი იყო1862 წელი გურიაში, მთელი წელი ჯანყი იყო გურიის სოფლებში, ხან ერთი სოფელი ჯანყდებოდა ხან მეორე. თუმცა აქედან ალბათ ყველაზე საინტერესო არის ნიგოითში მომხდარი ფაქტი, როდესაც უარაღო ნიგოითის, ჭყონაგორის, ქვიანისა და შუხუთის მოსახლეობა ხელდახელ დაერია შეიაღებულ კაზაკებს.
.
როგორც ირკვევა გურულებმა უარი განაცხადეს გადასახების გადახდაზე და საჩივრით მიმართე ქუთაისის გუბერნატორს. საჩივრის პასუხად 1862 წლის 10 სექტემბერს ოზურგეთიდან გაგზავნილი კაზაკები ნიგოითში ჩავიდნენ სადაც სოფლების ნიგოითის, ჭყონაგორის, ქვიანისა და შუხუთის მოსახლეობა იყო შეკრებილი.
.
რუსებმა გადასახადის გადახდა მოსთხოვეს, რაზეც გურულებმა უარით უპასუხეს. რის შემდეგაც რუსების ლანძღვითა და მუქარით გაღიზიანებული უარაღო გურულები ხელდახელ ეცენ შეიაღებულ კაზაკებს და ცემა დაუწყეს, შტაკების დროს ერთი კაცი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. ამის შემდეგ ოქტომბერის თვეში რუსებმა ლანჩხუთში დამატებითი ძალები შეიყვანეს და აჯანყებული სოფლები მთლიანად დაარბიეს.
.
ანტონ გოგიაშვილის ნახატი (ნიგოითი) – 1904 წელი
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა