“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ცენტრალურ ოფისში ხვალ ბრიფინგს გამართავს. თემა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იქნება, რომელიც პოლიტიკური საბჭოს გაფართოებას უკავშირდება. დამატებითი დეტალები უცნობია.
როგორც პარტიის წევრი ვანო მაღალაშვილი ამბობს, პარტიის თავმჯდომარე მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.
”ლევან ხაბეიშვილმა ხვალ ბრიფინგი ჩანიშნა. პარტიაში იქნება შეკრება და შესაბამისად, პარტიის თავმჯდომარე და ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ თანამდებობებზე არიან, ხვალ გააკეთებენ განცხადებებს. ეს იქნება პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით განცხადებები, შესაბამისად, ხვალ ყველა ერთად ვნახავთ, რა განცხადებას გააკეთებს პარტიის თავმჯდომარე და ის ადამიანები, რომლებიც პარტიას მართავენ დღეს. ხვალ იქნება მნიშვნელოვანი განცხადება და დაველოდოთ ხვალინდელ დღეს,“ – ამბობს ვანო მაღალაშვილი.