ახალი ავიარეისები რუსეთის მიმართულებით. სანქცირებული “საქართველოს ავიახაზები” მოსკოვის შემდეგ სანქტ-პეტერბურგში იფრენს. მაშინ როდესაც ევროპული სახელმწიფოები ოკუპანტ ქვეყანას სრულ იზოლაციაში აქცევენ, საქართველოს კიდევ უფრო უხლოვდება კრემლს და უგულებელყოფს ევროკავშირის დათქმას დაუახლოვდეს ბრიუსელის საგარეო პოლიტიკას რაც ავტომატურად ნიშნავს მოსკოვთან დისტანცირებას.
“ოცნების” ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ დღემდე საქართველოში უკონტროლოდ ხდება რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია, რაც ევროპისთვის ასევე დიდი გამოწვევაა, სწორედ ჰიბრიდული ომის საფრთხედ შეაფასა ფინეთმა რუსი მიგრანტების ქვეყანაში შედინება და საზღვრები ჩაკეტა.