“როგორც აიფონს ისე სჭირდება პარტიასაც დააფგრეიდირება”- სააკაშვილი”- განაცხადა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილი მთავარი არხის ეთერში.
“ყველა ძალას განახლების და ახალი იდეების გარეშე არაფერი არ გამოსდის, როგორც 2×2 4-ია. როგორც ყოველ აიფონს სჭირდება დააფგრეიდირება ყოველ 1-2 წელიწადში ერთხელ, ასევე სჭირდება ნებისმიერ ადამიანს ვისაც პრეტენზია აქვს, რომ პოლიტიკაში იყოს, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. მით უმეტეს იმას, ვისაც უნდა ხელისუფლების აღება. დააფგრეიდირება, წინ წასვლა, ახალი იდეების შემუშავება, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, ახალი ხალხის მოზიდვა…”- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გუნდის 12 ახალი წევრი წარადგინა.