ალექსანდრე ნაკაიძის ბახველთა რაზმის შეტაკება ეგვიპტელ ფეხოსნებთან

ალექსანდრე ნაკაიძის ბახველთა რაზმის შეტაკება ეგვიპტელ ფეხოსნებთან
.
1855 წელს თურქებმა მდინარე ჩოლოქის სასაზღვრო ზოლზე ეგვპტელი ფეხოსნები ჩააყენეს, რის შემდეგაც გურულებსა და ეგვიპტელებს შორის ხშირი იყო შეტაკება. რუსული ოფიციალური წყაროების მიხედვით გურულებს დიდად უწევდათ გული მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად და მზვერავებად ხშირად გადადიოდნენ ჩოლოქის მეორე მხარეს, რა დროსაც ხშირი იყო შეტაკებები, რომელშიც ამავე წყაროების მიხედვით გურულები აშკარად სჯობნიდნენ ეგვიპტელებს, ამის დასტურია გურიის ატრიადის ხელმძღვანელის ოფიციალური პატაკები.
.
1855 წლის 7 აპრილს გურიის დრუჟინის მე-5 ასეულის ოფიცერი ბახველი აზნაური ალექსანდრე ნაკაიძე 10 ბახველი მეომრით გადასულა მდინარე ჩოლოქზე, ბახველები ეგვიპტელების 20 კაციან რაზმს გადაყრიან და ბრძოლაც გამართულა, ეგვიპტელ არაბებს თავისათვის გაქცევით უშველიათ, გურულებს კი ერთი არაბი სახელად საიფი ტყვედ ჩაუგდიათ ხელში და უკან დანაკარგის გარეშე დაბრუნებულად.
.
Акты, собранные Кавказскою Археографическою коммиссиею. 1888. – Т. 11, N159. – С. 181
გრავიურა – 1878 წლის ფრანგულ ჟურნალ ლე მონდიდან Le Monde illustré 1878
შეიძლება იყოს 3 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share