გურული მოლაშქრეების დავიწყებული „საძმო საფლავი“

გურული მოლაშქრეების დავიწყებული „საძმო საფლავი“
.
დღეს ერთმა ქობულეთელმა კაცმა მითხრა, რომ ციხისძირთან ახლოს არის 1877-78 წლების რუსეთ-თურქეთის ომში დარუპული გურული მოლაშქრეების ძალიან დიდი საძმო საფლავი, რომელსაც საძმო საფლავის შესატყვისი არანაირი აღნიშვნა/ნიშანი არ გააჩნია.
.
ციხისძირთან გამართული ბრძოლის შესახებ საკმაოდ საყურადღებო ინფორმაცია გვაძლევს ბორის კოლიუბაკინი, რომლის მიხედვითაც რუსული არმიის შტაბმა გადაწყვიტა ციხისძირის სიმაგრის შტურმის დაწყება 10 ივნისიდან 11 ივნისის (23 ივნისი) ღამით, რაზეც რუს გენერლებთან დიდი დაპირისპირება მოსვლია გრიგოლ გურიელს, რომელიც მათ უმტკიცებდა, რომ ციხისძირში ჩასანგრებული იყო ძალიან დიდი თურქული კორპუსი, თურქებს ჰქონდათ საკმაო რაოდენობის არტილერია, მოწყობილი იყო რედუტები და ამბრაზურები, რუსებს კი შესაბამისი ძალები არ ყავდათ და ციხისძირზე შეტევა მსხვეპლის გარდა არაფერს არ მოიტანდა. გურიელის პოზიცია რუსების მიერ არ იქნა გაზიარებული, რის გამოც 10 ივნისს განრისხებულ გურიელს რუსების ბანაკი მიუტოვებია.
.
ციხისძირის შტურმამდე, ყველა ბრძოლაში გურულები ყოველთვის ავანგარდში პირველი უტევდნენ თურქებს და დიდ სიმამაცესა და ბრძოლისუნარიანობას იჩენდნენ, ციხისძირთანაც რუსებმა ავანგარდში მარცხენა ფრთაზე გურულები გაუშვეს (სწორედ ამ მოსალოდნელ ფაქტსაც გამოუწვევია გრიგოლ გურიელის დაპირისპირება რუს გენერლებთან). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გურიის მილიციის ასეულების გარდა, რუსებმა ომის დაწყებისთანავე მოახდინეს გურულების რეკრუტირება და ჯარის რეგულარულ ფეხოსნებიშიც გურულების რაოდენობა საკმაოდ დიდი იყო.
.
ციხისძირთან გამართულ 11 ივნისის ბრძოლაში წარმატებული შეტევა მხოლოდ გურულებმა განახორციელეს, გურულები მაცხენა ფლანგზე საკმაოდ დიდ მანძილზე შეიჭრნენ მტრის პოზიებში და ბრძოლით დაიკავეს თურქების სიმაგრებთან ახლოს არსებული სახლები, რუსულმა ნაწილებმა კი წინწაწევა ვერ შეძლეს და გურულები მარტოდმარტო აღმოჩნდნენ თურქების წინააღმდეგ.
.
კოლიბაკინი ასე აღწერს აბელ მაყაშვილის (Макаев) მიმართვას შტაბისადმი – „შეგვიწყალეთ, გურულებმა არ იციან რა გააკეთონ: წინიდან არის თურქების წარმოუდგენელად ძლიერი ცეცხლი, ისეთი ძლიერი, რომ ცხვირის გამოყოფაა შეუძლებელი. ხოლო უკნიდან ჩვენმა არტილერიამ მთლიანად დაანგრია სახლების სახურავი, მუხის ფიცრები ცვივა ზემოდან.“ აქედან ნათლად ჩანს, რომ შეტევაზე გადასულ გურულები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ, წინიდან თურქების ესროდნენ, ხოლო უკნიდან რუსები უშენდნენ ჭურვებს.
.
ბრძოლა მთელი დღე გაგრძელდა, რუსები დამარცხდნენ და კვირიკეს, დაგვას და ციხისძირის პოზიციებიდან უკან დაიხიეს. მეორე დღეს 12 ივნისს თურქები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და 16-17 ივნისს რუსულმა არმიამ უკან მუხაესტატეს პოზიციებზე გადაინაცვლენ.
.
11 ივნისის ბრძოლის სიმძიმის და მასშტაბის გააზრებისათვის მოგახსენებთ, რომ რუსულმა არტილერიამ ამ დღეს 96 ზარბაზნიდან განახორციელა 4410 საარტილერიო გასროლა (აქედან 2263 ჩვეულებრივი და 2147 შრაპნელის ჭურვი), სავარაუდოდ ამაზე ნაკლები არც თურქებს არ უნდა ესროლათ.
.
კოლიუბაკინის თქმით 11 ივნისს რუსებმა მხოლოდ 500 ჯარისკაცი დაკარგეს, რაც ძნელად დასაჯერებელია და მსხვერპლი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. ასევე დიდი ყოფილა მსხვეპლი გურულებშიც, რომლებსაც წინიდან თურქების ესროდნენ, უკნიდან კი რუსებმა გაუხსნე “მეგობრული ცეცხლი”, სწორედ ამ ბრძოლაში დაღუპული გურული მოლაშქრეების საძმო საფლავზე მქონდა დღეს საუბარი ქობულეთელ კაცთან, რომლის თქმით საძმო საფლავი ძალიან დიდია, ისევე როგორც დასაფლავებულთა ოდენობა. იმედია გურული მოლაშქრეების უპატრონო საძმო საფლავს მალე პატრონი გამოუჩნდება და საფლავზე ქრისტიანული წესიც აღსრულდება.
.
წყარო: Колюбакин, Борис Михайлович Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг (1897); ილუსტრაცია ამავე წიგნიდან
შეიძლება იყოს text გამოსახულება
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share