მოშიმშილე პატიმარი ციხეში სანიტარულ ჰიგიენური კუთხიtა და ჯანმრთელობის დაცვის მხრივ არსებულ პრობლემებს აპროტესტებს.
პატიმარმა, გოჩა ცინდელიანმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას-მშრალი შიმშილობას დაიწყო და განცხადებით სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურორს მიმართა.
მას შემდეგ, რაც ციხის ადმინისტრაციამ გაიგო, პატიმრის მიმართვის შესახებ, მსჯავრდებულს მოსთხოვეს განცხადების შინაარსი შეეცვალა-წინააღმდეგ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახში გადაყვანით დაემუქრნენ.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციალური დაწესებულების პატიმარმა სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურორს მას შემდეგ მიმართა, რაც ციხის ადმინისტრაციამ მისი და სხვა პატიმრების შენიშვნები არ გაიზიარა.
გარდა სანიტარული ნორმებისა და ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებისა – პატიმრები კვების გაუმჯობესებასაც ითხოვენ.
ადვოკატის განცხადებით, მას შემდეგ რაც პატიმარმა არ გაითვალისწინა ციხის ადმინისტრაციის მოთხოვნა და განცხადებაში შინაარსი არ შეცვალა, მასზე მუქარა და არაადამიანური მოპყრობა დაიწყო:
“სანიტარული მდგომარეონა არის მძიმე, აბანოში ყოველ ჯერზე შედის 80 პატიმარი, ბანაობა კვირაში ორჯერაა, აბაზანას არა აქვს ვენტილაცია, ანტისანიტარიის გამო პატიმრების ნაწილს 6 თვეა აბაზანით არ უსარგებლია, საკნებში ვბანაობთ, ვითხოვთ საკვები, სურსათის უვნებლობის სამსახურმა შეამოწმოს, ვადის გასვლის გამო საკვებს აქვს საშინელი სუნი, იძულებულნი ვართ საკვები ჩვენი ხარჯებით შევიძინოთ ციხის მაღაზიაში, სადაც ვადაგასული პროდუქცია იყიდება, არის უხარისხო მედიკამენტები” – წერია პატიმრის განცხადებაში.
როგორც ცინდელიანის ადვოკატი აცხადებს, მსგავს პირობებში სასჯელის მოხდა წამების ტოლფასია.