“წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი…შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ…ყოჩაღ”-ნიკა გვარამია

წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი – შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ, ყოჩაღ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

„წავიკითხე ზურაბიშვილის ვეტოს სრული ტექსტი.
პირდაპირ უნდა ითქვას: შეუსრულა ქოცებს, და არა მარტო მათ.
ყოჩაღ“,- წერს გვარამია.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.

დღეს დავადევი ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით, არის რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენ კონსტიტუცია და ეწინააღმდეგება ყველა ევროპულ სტანდარტს და ამდენად წარმოადგენს შეფერხებას ჩვენს ევროპულ გზაზე.

ეს ვეტო არის სრულიად გამართული იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. ეს კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას და ამდენად არის ძალიან მარტივ ვეტო. ეს კანონი უნდა გაუქმდეს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share