მე მივწერე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლა ტრიბუნისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ელოდება ევროპელებისგან, კონკრეტულად პრეზიდენტ მაკრონისგან, ზურაბიშვილი პასუხობს, „ჩამოვიდნენ“.
„ჩამოვიდნენ. ემანუელ მაკრონი პრაქტიკულად 2018 წელს ჩემი არჩევის მომენტიდან დამპირდა, რომ ის ჩამოვა. ეს სექტემბერში საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე უნდა გააკეთოს. სასწორზე მხოლოდ საქართველო არ არის, ეს კავკასიის საბოლოოდ გათავისუფლების საკითხია საბჭოთა მენტალიტეტისგან და რუსული გავლენისგან. აქ არავის სურს რუსეთთან კონფრონტაციაში შესვლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისთვის. აქაა შავი ზღვა, ენერგეტიკული და საკომუნიკაციო ტრანზიტული ზონა. მე მივწერე პრეზიდენტ მაკრონს, რომ ველოდები მას საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის, 26 მაისს“, – აცხადებს ზურაბიშვილი ინტერვიუში.