“გაიფიცე საქართველო” – გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი გადმოფინეს.
უწყვეტი პროტესტი გრძელდება და არავინ გაჩერებას არ აპირებს. ახალგაზრდები რუსთაველის გამზირიდან მშვიდობის ხიდამდე მსვლელობით მივიდნენ.
და ასე გაგრძელდება 26 ოქტომბრამდე, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ არჩვნებზე უნდა უთხრას არა რუსულ მთავრობას. ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად საპროტესტო ტალღა არ გაჩერდება.