“არ არის ეთიკური ვთქვა, სადაც მგონია რომ ახლა ვცხოვრობთ”-აცხადებს რეჟისორი კახა გოგიძე და ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს:
“კაი ჩვენ ჯანდაბას მსახიობები, ვიცით და გავიგეთ ხელისუფლების ხედვა ჩვენს მიმართ. რატომ უნდა იყოს დაკეტილი ყველაფერი ამას ლოგიკურად ვერ მიხსნიან, თორემ რომ ამიხსნან მერე მე მოვკეტავ და არაფერს არ ვიტყვი.
გასაოცარ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. სულ გაოცებული ვარ. რატომ? ბევრი კითხვა მაქვს. შარზე კი არ ვარ კაცო.
გამაჩუმე, ამიხსენი ლოგიკურად. მერე კიდე ერთი რაღაცა-ეს “ისტების” და “ოზმების” მოკვრა რა უბედურებაა? არავისტი არ ვარ ხალხო. არტისტი ვარ.
რაღაცა ქენით ხალხო, იმას ნუ კი მეტყვი-თუ ცხრა საათზე არ დაგკეტავ, კუბოებს დავითვლითო, არა, ლოგიკურად ამიხსენი. რატომ გიკვირთ მერე ეს ხალხი რომ გამოდის ქუჩაში?
აღარ არის ეს ის ხალხი ბრეჟნევი რომ ეტყოდა და გაჩუმდებოდნენ. ახლა ახალგაზრდებს არგუმენტები სჭირდებათ-აუხსენით ეს ყველაფერი რატომ ხდება.
ასე არ შეიძლება, დამთავრდა”-განაცხადა გოგიძემ “რეაქციაში”.