„ერთადერთი რაც დარჩა, აბსოლუტურად ყველა მანქანებით – მოსყიდვებით, დაშნებით, შანტაჟით – შეინარჩუნონ მართვის სადავეები, მიზანი არის ძალაუფლება, ფინანსური რესურსები,“ – ამის შესახებ „ლელოს“ წევრი დეა მეტრეველი საუბრობს.
მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ხელისფლება ძალადობის ფაქტებს არ გამოიძიებს.
არავინ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საქმეებს არ გამოიძიებს. ამიტომაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა დამნაშავე, რომელიც ახლა დასდევს ახალგაზრდებს, სცემს… ხელისუფლების ცვლილების ნიავი როგორც კი არჩევნებისკენ დაუბერავს, კალამს ვერ გააგდებინებ, ერთი მეორეს დასწრებაზე იქნებიან, რომ ამხილონ და ამით თავი გადაირჩინონ,“ – ამბობს მეტრეველი.