“ძალიან მოკლე შეხვედრა იყო, მე ის ძალიან მომწონს” – ორბანი ბერლინში კობახიძეს შეხვდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ბერლინში საქართველოს პრემიერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა – როგორც ორბანი სასტუმრო “ადლონიდან” გასმოსვლის შემდეგ ამბობს, მათ შორის ხანმოკლე საუბარი გაიმართა.

უნგრეთის პრემიერის კომენტარს მოქალაქე თამუნა ილურიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომლითაც ირკვევა, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატისა და ორბანის შეხვედრა ერთმანეთის მოკითხვის შინაარს შეიცავდა.

მე ის [კობახიძე] ძალიან მომწონს” – აცხადებს ორბანი და იქვე ამატებს, რომ იგი ასევე პოზიტიურად არის განწყობილი ქართველი ხალხის მიმართაც.

”ძალიან მოკლე შეხვედრა გვქონდა, უბრალოდ ვუთხარით, “გამარჯობა, როგორ ხარ”. ძალიან მოკლე შეხვედრა იყო. მე ის [კობახიძე] ძალიან მომწონს. ქართველი ხალხიც მომწონს” – ამბობს ორბანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გერმანიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე იმყოფება.

გამოდი! არა რუსულ რეჟიმს! არა ქოცებს!” – ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ბერლინში, სასტუმრო “ადლონთან” შეკრებილი ემიგრანტები.

მოქალაქეებმა პრემიერ ირაკლი კობახიძის მიღების პარალელურად აქცია გამართეს და “ქართული ოცნების” მიერ ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებდნენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share