“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოსა და თბილისის საკრებულოს ორი წევრის, ირაკლი ნადირაძის დედა პირველ კომენტარს აკეთებს.
დედა შვილის დაკავებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
”უპატიოსნესი ადამიანია, სამშობლო უუყვარს და ეს არის მისი დანაშაული? ძალიან ცუდად ვარ… თვითონ კარგად იციან რასაც სჩადიან, არ გვაცლიან არაფერს, მე ასეთი სიცოცხლე არა მინდა, ან მომკლან, ან რაც უნდათ ის ქნან. აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს ვიცი. შეიძლება ასე მოექცნენ ადამიანებს?”- თქვა მან.
თბილისის საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და ირაკლი ეძგვერაძე პოლიციამ რამდენიმე წუთის წინ, ძალის გამოყენებით დააკავა. გომელაურის უწყების ცნობით, საკრებულოს დეპუტატები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.