თუ გაბრუნდებით წევრიც ვერ გახდებით – გერმანიის ელჩის განცხადება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

გერმანიის სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, პეტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს თავად ჰქონდა განაცხადი ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით შეტანილი.

მისი თქმით, თუ ქვეყანა უკან გაბრუნდება და არაფრად ჩააგდებს მის განაცხადს, ის ვერ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, საქართველოს ევროპული მომავალი, თავად საქართველოს ხელშია.

 

„ყველა თქვენგანმა უნდა გადაწყვიტოს, რა მიმართულებით უნდა წავიდეს ქვეყანა მომავალში. ევროკავშირში გაწევრიანება ნებაყოფლობითია, არავინ არავის აძალებს გაწევრიანებას. საქართველომ თავად შეიტანა განაცხადი და მიესალმნენ ამას ევროკავშირში. თუ გაბრუნდებით წევრიც ვერ გახდებით” – განაცხადა მან.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share