უკრაინაში რუსულ აგრესიას 37 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. “tv25” – ის ინფორმაციით, დაღუპულია ბათუმელი ასლან ბოლქვაძე.
არხის ცნობით, ბოლქვაძე კიევში, ბოლო 10 წელია ცხოვრობდა. იყო სამოქალაქო პირი და არა სამხედრო. ოჯახის ცნობით, კაცი გუშინ დაიჭრა, ჩაუტარდა 2 ოპერაცია, თუმცა ვერ გადაარჩინეს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. რუსული სამხედრო ინტერვენციის შედეგად ათეულობით სამოქალაქო პირი დაიღუპა.