“თუ ოცნებას არ მისცემ ხმას წამლებს შეგიუწყვეტთ და ერთ თვეში მოკვდებიო”
ასე დამემუქრა “ოცნების” კოორდინატორი, ვასილ ჩიგოგიძის დეიდაშვილი, კორნელი წიტაიშვილი, გვითხრა ბასილეთში მისულ “გურიის მოამბეს” გადამღებ ჯგუფს ამავე სიფლის მკვიდრმა ნატალია კალანდაძემ.
რომელიც ონკოპაციენტია და მეორე წელის მძიმე სენს ებრძვის..
,, აწი ნახე რაებს მიიღებ.. სულ უგუნური, ვირთაგანი და რაები არ მიძახა.. წუხელის კარდაკარ შემოვლაზე მოსულმა ამ უბნის კოორდინატორმა და ვასილ ჩიგოგიძის დეიდაშვილმა, კორნელი წიტაიშვილმა, ოცნების მხარდაჭერაზე უარის შემდეგ” აცხადებს კალანდაძე.
,,მაგი არც პედაგოგია და არც არაფერი არ ააქვს დამთავრებული მაგრამ ბასილეთის სკოლაში ფიზკულტურის პედაგოგად ყავთ დანიშნული, რადგან არის ვასიკოს ბიძაშვილი და ამით უბრალოდ თავში აქვს ავარდნილი. ეს არის წამალი ,,ლიმფაზა.. რომლიც ჯანდაცვამ გამომიწერა როგორც ონკო პაციენტს და შეგიწყდებაო… არადა. თუ არ მივიღე ეს წამლები კი მოვკდები.. მაგარამ ვინ შემიჩერებს ამას ჩემი ექიმები მიწერს..”
გვიყვება ქალბატონი ნატალია