არჩევნებში გაყალბების ყველა მექანიზმი იყო გამოყენებული – პრეზიდენტის ინტერვიუ CNN-თან

საქართველოს პრეზედენტი მთელი მსოფლიოს გასაგონად ამბობს რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ერთ დღეში სალომე ზურბიშვილმა ინტრვიუ 18 საერთაშორისო მედიას მისცა.

“გაყალბების შესახებ მტკიცებულებები გროვდება და ხარისხდება. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს იმის დასამტკიცებლად, რომ მას ჰქონდა სისტემური ხასიათი” – უთხრა სალომე ზურაბიშვილმა  CNN-ს.

პრეზიდენტმა ინტერვიუში საერთაშორისო ზეწოლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ წნეხი მერიკული და ევროპული სახელმწიფოებიდან გაძლიერდება და ისინიც მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას.

თუ არჩევნების შედეგები არ გადაიხედება, სავარაუდოდ, მოთხოვნა შეიცვლება ახალი არჩევნების მიმართულებით – ამბობს სალომე ზურაბიშვილი CNN-თან ინტერვიუში.

მიუხედავად საქართველოს მოსახლეობის 70%-ის სურვილისა, საქართველომ გააგრძელოს ევროინტეგრაცია, მოულოდნელად ეს ყველაფერი შემობრუნდა არჩევნების შედეგებით. ამ არჩევნებში ყველა მეთოდი იყო გამოყენებული. სხვადასხვა თაღლითური მეთოდი, და გაყალბების ყველა მექანიზმი, განსაკუთრებით ეს ეხებოდა ელექტორნულ ხმის მიცემას. დადასტურებულია, რომ ისინი იყენებდნენ მოქალაქეებისთვის წართმეულ პირადობის მოწმობებს და იყენებდნენ 7ჯერ, 10ჯერ, 17ჯერ. ახლა ყველა ეს მტკიცებულება გროვდება და ხარისხდება. ეს პროცესი ახლა მიმდინარეობს იმის დასამტკიცებლად, რომ მას ჰქონდა სისტემური ხასიათი. 
დღევანდელი შეკრება დემონსტრაციაა და თან ძალიან შთამბეჭდავი. ეს ადამიანები გამოვიდნენ მშვიდობიანად. პოლიტიკური პარტიები იხმობენ საერთაშორისო გამოძიებას, რომ დაამატონ მტკიცებულებები, რაც მოგროვდება მანიპულაციების მასშტაბურობის საჩვენებლად. სავარაუდოდ წნეხი ამერიკული და ევროპული სახელმწიფოებიდან გაძლიერდება, რადგან ისინიც ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას. ეს აიძულებს ხელისუფლებას, რომ გადახედოს და გადაითვალოს არჩევნების შედეგები. თუ ეს არ მოხდება თავის დროზე, სავარაუდოდ, მოთხოვნა შეიცვლება ახალი არჩევნების მიმართულებით, თუმცა ეს პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული და რა თქმა უნდა ხალხზე”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share