“თქვენი დღეები დათვლილია! არავინაა თქვენ მხარეს, მხოლოდ რუსეთი” – ამ სირტვებით მიმართავს “ქართულ ოცნებას” მაკკეინის ინსტიტუტის მკვლევარი და NDI საქართველოს ყოფილი დირექტორი.
ლორა თორნტონმა X-ზე თბილისში, დღეს გამართული ხორუმის ვიდეო გააზიარა.
“…თქვენი დღეები დათვლილია! არავინაა თქვენ მხარეს, არც მოცეკვავე, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები… თქვენკენ მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან” – წერს ლორა თორნტონი.