“შეეშვით ჩემს პირად ცხოვრებას და ჩემს სასიყვარულო ისტორიებს, ეს თქვენთვის მირჩევია, თორემ უამრავი კომპრომატი მაქვს თქვენზე და არ ვისურვებდი თქვენს სიტუაციაში ყოფნას”
როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიის თანამშრომლები ატყობინებენ,ეს განცხადება, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკუთარ თანამშრომლებთან გამართულ, საგანგებო, თათბირზე გააკეთა.
თათბირი მისი ინიციატივით გაიმართა.
მერიის თანამშრომელთა თქმით, რომლებიც ვინაობის გამჟღავნებისაგან თავს იკავებენ, მერი გაღიზიანებული იყო და მთელი თათბირის განმავლობაში მერიის ტანამსრომლებს მის პირად ცხოვრებაში ჩარევისა და საჯარო ჭორაობის შეწყვეტისაკენ მოუწოდებდა:
“კარგად ვიცი ვინ სად და რას საუბრობთ ჩემზე, გიცხადებთ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება თქვენი საქმე არ არის, მიხედეთ თქვენს-სამსახურის ნაცვლად რომ მეორად მარაზიებში დადიხართ გგონიათ არ ვიცი?”
თქვა ავთანდილ თალაკვაძემ.
ცნობისათვის-ბოლო დროს ოზურგეთში ვრცელდება ხმები მერის სასიყვარულო თავგადასავლების შესახებ.
განსაკუთრებით პოპულარული კი ოზურგეთის მერის მიერ, საკუთარი მეგობარი გოგონასათვის, დიდთოვლობის დროს, ტრაქტორით ტორტის გაგზავნის ამბავი სარგებლობს.
ამ ამბავს თუ დავუჯერებთ, ეს მაშინ მოხდა, როცა დიდთოვლობისაგან შეწუხებული მოსახლეობა ხელისუფლებისაგან ტრაქტორს და შესაბამისად გზების გაწმენდას ითხოვდა.
მერი კი ტრაქტორს არადანიშნულებისამებრ იყენებდა.