სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმთან გვაქვს საქმე და რაც უფრო სწრაფად მივხვდებით, მით უკეთესი-ნინი გოგიბერიძე

”სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმთან გვაქვს საქმე და რაც უფრო სწრაფად მივხვდებით, მით უკეთესი, – ამის შესახებ 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული, თინა ენუქიძის შვილიშვილმა, იურისტმა, ნინი გოგიბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, “ერთადერთი რაც დაგვრჩა არის გაბრაზება და სიჯიუტე.“

”სამწუხაროდ, საოკუპაციო რეჟიმთან გვაქვს საქმე და რაც უფრო სწრაფად მივხვდებით, მით უკეთესი. ერთადერთი რაც დაგვრჩა არის, რომ გავბრაზდეთ და ვიყოთ ჯიუტები, რუსთაველზე, ის, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვანი ამბავი წყდება. კერძოდ, არ დავკარგოთ ფოკუსი, მოვითხოვოთ ჩვენი ტყვეების განთავისუფლება და ხელახალი არჩევნები. სხვა ბევრი გამოსავალი უბრალოდ აღარ გვაქვს” – განაცხადა გოგიბერიძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share