საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა – კვლევა “მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა” ჩაატარა.
კვლევის შედეგად 2024 წლის მაისიდან 2025 წლის მაისამდე შემდეგი ხასიათის და შინაარსის შემთხვევები აღირიცხა:
მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა (მათ შორის: ფიზიკური ანგარიშსწორება, უკანონო დაკავება, გადაღების აკრძალვა, საჯარო დაწესებულების შენობაში არ შეშვება, ჯარიმა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და სხვა…)
აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 67 ინციდენტი;
- 28 ნოემბრიდან პროევროპული პროტესტის პერიოდში – 169 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 10 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან- 85 ინციდენტი;
ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს, აქედან:
- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს – 46 ინციდენტი;
- პროევროპული პროტესტის დღიდან – 22 ინციდენტი;
ბოლო ერთ წელიწადში, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი, აქედან მზია ამაღლობელი დღემდე პატიმრობაშია, აქედან:
- პროევროპული პროტესტის დროს – 11 დაკავება;
- პროევროპული პროტესტის გაშუქების პროცესში, გზის გადაკეტვის საფუძვლით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტების დაჯარიმების 34 შემთხვევა აღირიცხა. (ჯარიმების უმეტესობა გასაჩივრებულია, მცირე ნაწილს მოეხსნა ჯარიმა, უმრავლესობა წარმოების პროცესშია, ერთმა ჟურნალისტმა გადაიხადა ჯარიმა);
2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპული პროტესტის პერიოდში, სხვადასხვა ტიპის რეპრესიის სამიზნე გახდა – მედიის 193 წარმომადგენელი.