”გვქონდა წერილობითი კომუნიკაცია, მანამდე უშუალოდ მივმართეთ ტრამპის ადმინისტრაციას, უშუალოდ პრეზიდენტს ტრამპს და მას შემდეგ, რაც რეალურად არ მივიღეთ პასუხი ამ უშუალო კომუნიკაციაზე, გადავწყვიტეთ, გაგვევრცელებინა ეს ღია წერილი, ჩემგან გავრცელდა და, რა თქმა უნდა, ეს გამოხატავს ხელისულების და შესაბამისად, სახელმწიფოს პოზიციას.
ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, როგორც მოგეხსენებათ, მე გარდა წერილებისა, საჯარო განცხადებებიც გავაკეთე, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია სტრატეგიული პარტნიორობის განახლებისთვის და თან გვინდა, რომ ეს იყოს ხელშესახები სტრატეგიული პარტნიორობა და არა ზოგადი, როგორც მანამდე ვიყავით მიჩვეული. თან მზად ვართ, რომ კონკრეტული გზამკვლევი დავადგინოთ ორივე ქვეყნისთვის, სადაც იქნება ასახული სარგებელი როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკისთვის, ამისთვის ვართ მზად, თუმცა, იცით, რომ ჯერჯერობით პასუხს აყოვნებენ, ამიტომ გადავწყვიტეთ ღია წერილის გავრცელება […]
[…] რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი ის დუმილი, რასაც ვხედავთ ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და ამის გამო გადავწყვიტეთ, ღია წერილით მიგვემართა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ რეაქცია იქნება, თუმცა, ვნახოთ, ეს ყველაფერი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპის ადმინისტრაციასა და “დიფსთეითს” შორის, ხო? აშკარა ბრძოლა წარიმართება, ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გაიმარჯვებს პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა, რა თქმა უნდა, მეორე ვერსიასაც არ გამოვრიცხავთ.”