ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს მზია ამაღლობელის პროცესი გაიმართება. სხდომა 13:00 საათზეა ჩანიშნული. ჟურნალისტის საქმეზე დღეს პროკურატურის მოწმეებს გამოჰკითხავენ.
ამ დრომდე ხელშეუხებელია ამ საქმის მთავარი ფიგურანტი, მომჩივანი პოლიციელი ირაკლი დგებუაძე. ის წინა სხდომაზე გამოჰკითხეს. დგებუაძე ამტკიცებდა, რომ ალიყურის გამო ტკივილი განიცადა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აჭარის პოლიციის მაღალჩინოსანმა აღიარა, რომ პოლიციელი, რომელიც მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და ემუქრებოდა, თვითონ იყო.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი, რომელიც ჟურნალისტს წარუდგინეს, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.