“პოლიციაში სანქცირებული ადამიანების ჟონგლირება მიდის” – ასე აფასებს პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულ საკადრო წმენდას.
მისი თქმით, ყველა ის ადამიანი, რომელთა თანამდებობაც საკადრო ცვლილებებს შეეწირა, შურისძიებაზე ფიქრობს.
”ჩვენ კოლექტიური სახე ვნახეთ ამათი. ეს არის განწირული ხელისუფლების მოქმედება. პოლიციაში სანქცირებული ადამიანების ჟონგლირება მიდის. ინდივიდუალური სახე როგორც ძალოვნებმა, ასევე პოლიტიკოსებმა დაკარგეს და კოლექტიური სახე შეიძინეს. როდესაც “ოცნების” რომელიმე მინისტრი ან დეპუტატი ლაპარაკობს და ვუყურებ, ასე მგონია, რომ თან მქურდავს და თან მაგინებს. ასეთი გამომეტყველება და სტილი აქვთ. წელს ვინ გაყარეს, თქვენ გგონიათ, რომ რომელიმე მათგანს ბიძინა ივანიშვილი უნდა? თქვენ გგონიათ, რომ ღარიბაშვილს “ოცნების” კოორდინატორობა უნდა? არა, მას ბიძინა იმიტომ უნდოდა, რომ პრემიერი იყო. ყველა ადამიანი ვინც მოხსნა, ეს არის გადაყრილი რესურსი “ოცნებიდან”. ყველა ეს ადამიანი ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოექცნენ და შური უნდა იძიონ”. – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.