ტუსკის განცხადება პასუხია “ოცნების” ქმედებებზე – ზვიად ქორიძე

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” რეგიონული ოფისების ხელმძღვანელი, ზვიად ქორიძე დონალდ ტუსკის განცხადებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის სამომავლოდ გაუქმების თაობაზე, “ქართული ოცნების” ქმედებების პასუხად აფასებს.

”ტუსკის ეს განცხადება პასუხია იმაზე, რომ ევროკავშირი ძალიან დაიღალა იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება, “ქართული ოცნება” დაუღალავად ეუბნება მათ, რომ საქართველოს არ უნდა სამართლიანი მართლმსაჯულების სისტემა, საქართველოს არ უნდა გამოხატვის თავისუფლების პრინციპის დაცვა, საქართველოს არ უნდა საკუთრების თავისუფლების პრინციპის დაცვა. ეს არის სამი მნიშვნელოვანი ბოძი, რაზეც დგას დემოკრატია. ეს არ არის მარტო დღეს მოგონილი სიბრძნეები.” – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკიმ პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე საუბრის დროს საქართველოც ახსენა – ტუსკიმ თქვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით საჭირო უმრავლესობას შეკრავს, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა სხვადასხვა ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან.

“ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. უვიზოდ შემოსვლის შეზღუდვის ძლიერი მხარდამჭერი ვარ იმ ქვეყნებიდან, როლებიც, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, რომლებიც ავტორიტარულ მმართველობას ეხება” – განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights