საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა: “მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი გმირის, არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნის წინაშე. დღეს მისი გარდაცვალების დღეა კიდევ ერთხელ ჩვენ უნდა დავგმოთ ყველამ ერთად რუსული ოკუპაცია, რომლის შედეგი არის არჩილ ტატუნაშვილის მაგალითი. რეალურად. ეს არის იმ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომელიც ნაცმოძრაობის ხელისუფლებამ განახორციელა ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.