“ნიკანორ მელიასაც, იმასაც, ვინ არის ციხეში… ყველას მოგიკითხავთ ციხეში – ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები. ჭეშმარიტებაზე გავესაუბრები, რადგან ღმერთისგან ძალიან შორს ხართ ნაციონალები” | თქვა ლუკა კურტანიძემ.
კურტანიძეს სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
“ოცნების” ყოფილი დეპუტატი ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფილ მეუღლეს, ხათუნა მიქაცაძეს დაესხა თავს. “ოცნების” ყოფილ დეპუტატს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობაში, ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანებასა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობაში ედება ბრალი.