ძველი კანდიდატი და ძველი მხარდმაჭერები – “ქართული ოცნების” მხარდამჭერები მთაწმინდის პარკში, კახი კალაძის წარდგენაზე იკრიბებიან.
რას ფიქრობენ, სისხლიან ნოემბერზე, 60-მდე დაპატიმრებულ ადამიანზე, ციხეში მყოფ ქალ ჟურნალისტზე, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მათთვის დისკომფორტის შემქმნელი არ არის.
“ვინც უნდა იჯდეს ციხეში, იქ ზის!” – ასეთი პასუხი აქვს “რუსთავი 2”- ის თანამშრომელს, პროდიუსერ თამუნა გომართელს მზია ამაღლობელზე დასმული კითხვის საპასუხოდ.
არიან ისეთებიც, ვინც სინდისის პატიმრების შესახებ დასმულ კითხვებს გაურბის.
კახა კალაძის თბილისის მერობის კანდიდატად რიგით მესამედ წარდგენაზე მივიდა პროპაგანდისტული ტელეკომპანია “პოსტ ტვ”- ის წარყვანი, ნატუკა გულისაშვილი.
“თქვენ იცით სადაც ვმუშაობ, ისიც იცით, სად მოვედი, შესაბამისად პასუხი იცით“- უთხრა მან “პირველებს”.
უფრო ვრცელი კომენტარი გააკეთა მთაწმინდის პარკში მისულმა მომღერალმა, სოფო ბედიამ.
”ზოგადად, ადამიანი, რომელიც ციხეში იმყოფება, ჩემთვის ძალიან გულსატკენია და არავის ვუსურვებ ამ თემას, დანარჩენი პოლიტიკის ამბავია და ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა”- უთხრა მომღერალმა სოფო ბედიამ ჟურნალისტს.
კითხვაზე, რა პოზიცია აქვს სისხლიანი დარბევებზე, მომღერალი ამბობს, რომ “ნაციონალური მმართველობის დროს ნამდვილად ნაწამები მისი ქმარი იყო”:
”მე მახსოვს ჩემმა ქმარმა რაც გადაიტანა, კარგად მესმის და ყველას ვუთანაგრძნობ, ოჯახებსაც, რადგან როცა პატიმარი გყავს, ეს საშინელებაა, მაგრამ ჩემი ქმრიდან გამომდინარე, ამ კითხვას არ უნდა მისვამდეთ, რადგან მან ძალიან ცუდი ამბები გადაიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, ჩემი ქმარი ნამდვილად ნაწამები იყო, ამას გეტყვით”- დასძინა მან.
პიანისტი რუსუდან მუმლაძეც “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა რიგებშია – ამბობს, რომ “მერის არჩევნებზეა მოსული”.
ქალმა მუსიკომა კამერების წინ, მზია ამაღლობელის პატიმრიბაზე დასმულ თქვაზე საპასუხოდ თქვა, რომ “ქალისგან ასეთი საქციელი არ მოსწონს”.
”მე ვარ მოსული მერის არჩევნებზე და ვთვლი და ძალიან ამაყად და თამამად ვიტყვი, რომ ნამდვილად უალტერნატივოა კახა. სინდისის პატიმრებზე, მიდის სასამართლოები, მე ვარ ქართველი ადამიანი, ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი, კანონი თავისას იტყვის. ჩემი სამოქალაქო პოზიცია ის არის, რომ არ ვეთანხმები, რასაც ოპოზიცია აჟღერებს, ამ მთავრობის წინააღმდეგ, რომ ეს მთავრობა რუსეთის მხარდამჭერია. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, არ მომეწონა ქალისგან ასეთი საქციელი, არც კაცისგან. არ მომწონს ძალადობა არცერთი მხრიდან. ამას მე კია რა, მთავრობის წევრებიც აღნიშნავდნენ. სიტყვასაც კი შეუძლია, ადამიანი მოკლას, შეურაცხყოფა, ეს იქნება სიტყვიერი თუ ფიზიკური, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთვის არ დაურტყამთ, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, ენით მოუყენებიათ შეურაცხყოფა. რა თქმა უნდა, ქალი ვარ და სოლიდარობას ვუცხადებ ქალბატონს”
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ლალი მოროშკინა ამტკიცებს, რომ დღეს პატიმრები “საოცარ კომფორტში არიან”.
”მე ვერ ვიტყვი, სასამართლო პროცესებზე რა ხდება, მე ერთი რამ ვიცი და შემიძლია დავამშვიდო ყველა, საოცარი ციხეები გავაკეთეთ. მე ვიჯექი ციხეში, მე სინდისის პატიმარი ვიყავი?!” – თქვა მან.
მთაწმინდის პარკში, მეუღლესთან, რამაზ ნოზაძესთან ერთად მივიდა “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ძველი მხარდამჭერი, მოსკოვიდან დაბრუნებული ხატია სიჭინავა.
იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციებს არ უხსნის, ხატია სიჭინავა ამბობს, რომ ამერიკის პრეზიდენტი მაინც უყვარს.
ვინ მივიდა “ოცნების” მხარდასაჭერად ხალხის მოწყუობილი სისხლიანი დღეების და ევროკავშრითან გაწყვეტილი ურთიერთოებიების შემდეგ – ხატია სამხარზე დეტალებით.