მელიას ჯდომა ციხეში,”ოცნებისთვის” მომაკვდინებელია- გვარამია

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, რომელიც ენმ-ის ლიდერის ნიკა მელიას უფლებადამცველი ადვოკატიცაა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში კოლეგასთან, ასევე ნიკა მელიას ადვოკატ დიტო საძაგლიშვილთან ერთად მივიდა და პროკურატურის შეთავაზებას გირაოს ხელახლა დაკისრებაზე, პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, “აბსურდული” უწოდა.

“ადამიანმა, რომელმაც თავი დადო იმისთვის, რომ გავრილოვის გამო პროტესტი ჰქონდა, ტყუილად წაუყენეს ბრალი, ტყუილად მიუსაჯეს, ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ გავრილოვის გირაოს არ გადაიხდიდა, ეუბნები, რომ გადაიხადე და ციხიდან გამოგიშვებ – ამაზე მეტი შეურაცხყოფა ვერ მოიფიქრეს?

მაგრამ შეურაცხყოფაზეც არ არის – როგორი მომაკვდინებელიც იყო “ქართული ოცნებისთვის” ნიკა მელიას ჯდომა ოფისში, ახლა მისი ამ დაწესებულებაში ჯდომა სრულიად მომაკვდინებელია. ამიტომ, მეშინია, რომ სპეცრაზმით არ გამოიყვანონ – ეს, ხუმრობით, მაგრამ ნახევრად ხუმრობით, რადგან შეიძლება ვინმეს გადაახდევინონ, რაც ანტიკონსტიტუციურია და ზღუდავს ადამიანის თავისუფალ ნებას. ნიკა მელია არის სიმბოლო, არავინ შეეცადოს ამის შეცვლას, ეს არ მოხდება და თუ რამე შეიცვლება ამ ქვეყანაში, ეს ხელისუფლება იქნება, პირველ რიგში და, მე მგონი, წელსვე რომ შეიცვლება, ეჭვი არავის ეპარება”, – თქვა ნიკა გვარამიამ ნიკა მელიას მონახულებამდე.

შეგახსენებთ, ნიკა მელია 23 თებერვალს, ენმ-ის ოფისზე შტურმის დროს დააკავეს. მასთან ეღტად კიდევ 20-მდე აქტივისტი აიყვანეს, თუმცა, ისინი მოგვიანებით გაათავისუფლეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share