გურიის მოამბე

ოზურგეთის საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს რამდენიმე დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა;

მათ სორის საუბარია მერიის მაჟორიტარზე და დეპუტატებზე, რომლებიც საკრებულოში პარტიული “ქართული ოცნების” სიით მოხვდნენ.

ჯერჯერობით გაურკვეველია, წასულ დეპუტატებში ფიგურირებს თუ არა ნასაკირალის მაჟორიტარი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კიკვაძე;

თუმცა სახელდება ბარამიძის, დობორჯგინიძის, კვაჭაძის და სხვათა გვარები;

“არანაირი ზეწოლა, პირიქით გვთხოვდნენ რომ დავრჩენილიყავით, თუმცა არის მიზეზები, რომელიც პოლიტიკას არ უკავშირდება, მაგრამ ეს ნაბიჯი განაპირობა”

უთხრა “გურიის მოამბეს” ერთ ეთი წამსვლელი დეპუტატის ახლობელმა;

დიდი ალბათობით, ოზურგეთის საკრებულოს, პაატა კუნჭულიას, ოზურგეთის ყოფილი მერის (რომელიც თანამდებობიდან გასული კვირის ბოლოს გადადგა) ახლო გარემოცვის წევრები ტოვებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights