ორივე მხარეს ურჩევნია, მეორემ კაპიტულაცია გამოაცხადოს, მაგრამ დათმობა ორივეს მოუწევს, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, დასავლეთისთვის მთავარი საკითხი პოლიტპატიმრების თემაა.
“ორივე მხარეს ურჩევნია, რომ მეორე მხარემ კაპიტულაცია გამოაცხადოს, დანებდეს, მაგრამ ეს არ მოხდება, ამაზე არ წავა და ორივე მხარეს რაღაცის დათმობა მოუწევს. უბრალოდ, აქ ახლა გასარკვევია, კონკრეტულად, რა საკითხს დათმობს ერთი ან მეორე მხარე”, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ამასთან ზურაბიშვილი ამბობს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და დასავლეთისთვის ეს არის მთავარი საკითხი და არა ვადამდელი არჩევნები.
“აქ მხოლოდ ნიკა მელიას გამოშვებაზე არ არის ლაპარაკი, არამედ უნდა შეწყდეს ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ საქმე. თუ ეს გაკეთდება 99%-იანი ალბათობით შემიძლია ვუთხრა ხელისუფლებას, რომ დასავლეთი სხვანაირად დაიწყებს მასთან ლაპარაკს, ხოლო თუ ეს გაკეთდება, მაშინ ამდენივე ალბათობით მის მიმართ ტონი კიდევ უფრო გამკაცრდება”, – თქვა დავით ზურაბიშვილმა.