“გამოდით და დაიცავით საქართველო, რომელსაც ყოველ დღე ღობავენ!!!”

“უკაცრავად და, თუ მე ნამოხვანის საპროტესტო აქციაზე გავაკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, რომ რიონის ხეობა კი არა, მთელი ქვეყანა ოკუპირებულია, რაზეც პასუხისმგებლობა მხოლოდ თურნავას და გახარიას კი არა, მთელ ქართულ ოცნებას, კერძოდ კი ივანიშვილს ეკისრება, ვარლამის აზრით პროვოკატორი და მიგზავნილი აგენტი ვიქნები?
ბოდიშით და ძალიან ფეხებზე მკიდია ცალ-ცალკე დაცული რიონის ხეობაც, გარეჯიც და ჩაილურის ხევიც!
გამოდით და დაიცავით საქართველო, რომელსაც ყოველ დღე ღობავენ!!!
აჰ, ისინი რუსები არიან და ერთი ქაცარავაც ეყოფათ არა?!
ერთ ისტორიას გაგახსენებთ: სამაჩაბლოში, ორი ძმა სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ერთმანეთს მამა-პაპისეული მიწის გაყოფაზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმა, მეორეს თოფი ესროლა. იმ მეორემ კი დედა გამოკეტა სარდაფში და ძმას მისი ნახვა აუკრძალა. რამდენიმე თვეში, რუსებმა ისე გამოაბუნძულეს ორივე, თოფი კი არა ქვაც არ უსროლიათ მათთვის.
ძმა, ძმისთვის ერთი გოჯი არ დათმო ტყვიის გარეშე და რუსის დანახვაზე ორივე გაიქცა.
ხო ისიც არ დაგავიწყდეთ, დედა 4 თვის შემდეგ წითელმა ჯვარმა გადმოიყვანა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე…”- წერს სოციალურ ქსელში ნუგზარ სულა სულაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share