კახა ჩავლეშვილი: „საზოგადოების დიდი ნაწილი თავს სამართლიანად თვლის მოტყუებულად.“

საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი არის უმნიშვნელოვანესი პირველადი დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებაში არჩევნების შედეგებისადმი ნდობას უნდა ამყარებდეს. სამწუხაროდ პირველ რიგში სწორედ ეს დოკუმენტი ხდება ათასი მანიპულაციის და კანონიერი თუ უკანონო ჩარევის ობიექტი.
კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმი დგება საარჩევნო უბანზე და მასში შედის ის მონაცემები რაც დადგენილი იქნება თორმეტ კაციანი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ, რომლის მუშაობასაც ერთი ამდენი დამკვირებელი და წარმოამდგენელი აკონტროლებს. შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო უბანზე ოცამდე ადამიანის მონაწლებისა და მეთვალყურეობის ქვეშ შედგენილ ოქმში არსებული დისბალანსი ანუ ციფრების ერთმანეთთან შეუსაბამობა რეალური იყოს, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რადგანაც ოქმის მონაცემების ნამდვილობას ადასტურებს კომისიის 12 წევრი ხელმოწერით, ამასთანავე ამავე მონაცემებს შემაჯამებელი ოქმის არგასაჩივრებით ეთანხმება დამსწრე დამკვირვებლები. კანონის მიხედვით შემაჯამებელი ოქმი უნდა ასახავდეს თუნდაც დაუბალანსებელს, მაგრამ არსებულ რეალობას და ესაა ოქმის პირველი და უმთავრესი დანიშნულება. თუ კი სახეზეა დაუბალანსებელი ოქმი ეს იმას ნიშნავს, რომ უბანზე ყველაფერი წესრიგში არ იყო, მინიმუმ ნიშნავს იმას, რომ კომისიამ ვერ შეძლო თავი გაერთვა თავისი მოვალეობისათვის და მაქსიმუმ არჩევნები გაყალბდა.
ოქმებში არსებული დისბალანსის შემთვევაში გვაქვს ორი ვარინტი: ,,ოქმი ასახავს რეალობას,, ან ,,ოქმი არ ასახავს რეალობას,,. შესაბამისად დგება კითხვა როგორ და რა მეთოდით უნდა გაირკვეს რასთან გვაქვს საქმე, ჩემი აზრით სამართლიანი იქნება ხელახლა მოხდეს იგივე პროცედურებით ბიულეტენების გადათვლა და დადგინდეს ოქმის მონაცემების ნამდვილობა, წინააღმდეგ შემთვევაში ოქმის მონაცემები ნამდვილად უნდა ჩაითვალოს.
რა ხდება რეალობაში – ერთი ვარიანტის მიხედვით საუბნო კომისიას ისე, რომ არ ხსნის დალუქულ ბიულეტენებს, იღებს შესწორების ოქმს და ასწორებს ოქმის დისბალანს და მეორე ვარიანტი – კომისიის მდივნის ახნა-განმარტების საფუძველზე ოქმში არსებულ დისბალანს ასწორებს საოლქო კომისია. ანუ ყველა შემთხვევაში საოლქო და საუბნო კომისიები ოქმში არსებული დისბალანსს მიიჩნევს ტექნიკურ და არა არსებით შეცდომად რაც ჩემი აზრით არასწორია და სავარაუდოდ ხშირ შემთხვევაში ხდება არა ტექნიკური ხასიათის შეცდომის არამედ არსებითი დარღვევის გასწორება, რადგანაც ათას დაუბალანსებელ ოქმში ყველა შემთხვევაში დისბალანსის არსებობის ტქნიკური შეცდომად მიჩნევა აშკარად არაგონივრულია და თუ კი კომისიის თორმეტივე წევრს ელემენტარული მიმატება გამოკლება ეშლება, მათი დათვლილი ხმების მიმართ ნდობა ნულის ტოლია და ბიულეტენები მაინც უნდა გადაითვალოს. მაგალითად ოქმის რომელიმე გაფაში ჩაწერილია ციფრი 3-ი, ასეთ შემთვევაში საუბნო კომისიის მდივანი წერს ახსნა-განმარტებას რომ 3-ის ნაცვლად უნდა იყოს 15-ი, რა დროსაც არავინ არ იწუხებს თავს იმის გარკვევით ტენიკურ შეცოდომას ჰქონდა ადგილი თუ ოქმის მონაცემი რეალური იყო, ეს ყველაფერი კი სწორდება როგორც ტენიკური შეცდომა. შესაბამისად ისმის კიტხვა თუ კი ასე მარტივია შემაჯამებელ ოქმში მონაცემების შეცვლა უბანზე კენჭისყრის შედეგების შეჯამებისა და ოქმის ხელმოწერის შემდეგ საერთოდ რა საჭიროა საუბნო საარჩევნო კომისია ან ამდენი დამკვირვებელი, რადგანაც რეალურად არჩვენების შედეგებს ითვლის და აჯამებს არა საუბნო კომისიები არამედ საოლქო კომისია, რა თქმა უნდა ასეთი მიდგომა საუბნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმების მიმართ სამართლიანად იწვევს სერიოზულ უნდობლობას არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოებაში.
რაც შეხება საჩივრებს – უნდა ითქვას, რომ ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა (რომელსაც ჯიუტად არ ცვლის არცერთი ხელისუფლება) კიდევ უფრო ამყარებს არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების უნდობლობას, ძალიან ძნელი კი არადა პრაქტიკულად შეუძლებელია შემაჯამებელი ოქმების ბათილობის მიღწევა, როგორც საოლქო კომისიაში ისე სასამართლოში და სამწუხაროდ ეს ხდება ცუდი საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი სხვადასხვა პირობების გამო. არასწორად მიმაჩნია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ხელის გაშვერა დაკმვირვებლების და სუბიექტების წარმომადგენელების მისამართით – ,,არასწორი საჩივარი შემოიტანეს,, – ან ,,საერთოდ საჩვარი არ დაწერესო,,. არჩევნების კანონიერად ჩატარება და არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების ნდობის მიღწევა საარჩევნო ადმინისტრაციის ვალდებულებაა და თუ კი სადმე რაიმე ირღვევა ან/და რაიმე გასარკვევია ამაზე რეაგირება პირველ რიგში საარჩევნო ადმინსტრაციამ უნდა მოახდინოს ყოველგვარი საჩივრის გარეშე.
ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობა არის ძალიან რთული და ერთი შეხედვით ვითომ ყველაფერი კეთდება – ამომრჩევლებს ხელზე ხსნარს ასხამენ, არის აურაცხელი შიდა და უცხოელი დამკვირვებელი, უბანზე არის სუბიექტების წარმომადგენლები, კომისიის წევრების ნაწილს ნიშნავს ოპოზიციური პარტიები, ყუთი არის გამჭვირვალე და დალუქული და ა.შ. ეს ყველაფერი კი რეალურად იმისათვის არსებობს რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ და სარჩევნო ადმინისტრაციამ თქვას, რომ ,,არჩევნები კანონის დაცვით ჩატარდა,, და ,,ადმიანის ფუნდამენტური უფლებები არ დარღვეულა,,. რის შედეგადაც ყველა არჩევნების შემდეგ ჩვენ ვღებულობთ ფარატინა ბეჭდიან ფურცელს, რომელზეც წერია, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდა, ამ ფურცლის მიმართ კი არავის არანაირი ნდობა არა აქვს და საზოგადოების დიდი ნაწილი თავს სამართლიანად თვლის მოტყუებულად.

კახა ჩავლეშვილი; იურისტი;

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: