ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან აშშ და ისრაელი ამოიღო

მსოფლიოს ქვეყნებში დელტა შტამის გამო მძიმე მდგომარეობაა – კორონავირუსით ინფიცირების მზარდი სტატისტიკის გამო ევროკავშირმა კოვიდუსაფრთხო ქვეყნების სიიდან 6 ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და ისრაელი ამოიღო.

ბოლო 24 საათში შტატებში ინფიცირების მაჩვენებელი 100 ათასს აჭარბებს. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორის განცხადებით, ვაქცინაციის შენელებული პროცესის გამო ქვეყანაში დეკემბრამდე კორონავირუსს, შესაძლოა კიდევ 100 000 ადამიანი ემსხვერპლოს.

ისრაელში კი ვირუსის შეკავების გამო, ყველა მსურველს მესამე დოზით აცრის ნება დართეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ევროპის ქვეყნებში კოვიდინფიცირებულთა რიცხვის ზრდის გამო შეშფოთებულია და მთავრობებს მოსახლეობის ვაქცინაციის გაფართოებისკენ მოუწოდებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share