“წლების განმავლობაში რომ შენი მუნიციპალიტეტის/რაიონის მაჟორიტარი ხარ, უმრავლესობის ლიდერი ხარ, პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ხარ და მხოლოდ ეხლა, წინასაარჩევნოდ, როცა უკვე მერობის კანდიდატად საკუთარ ძმას სთავაზობ ოზურგეთს და ეხლა კითხულობ/ინტერესდები რა ვუშველოთ ოზურგეთელ მეთხილე ფერმერებს?-ო მინიმუმ უხერხულია, უზნეობაა და აფიორაა. რადგან თუ აქამდე არ იცოდი ესე იგი არც დაინტერესებულხარ. არც ახლა გაინტერესებს უბრალოდ ეხლა ხმები გჭირდება”
წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ნატანების გამგებელი ამირან ბაქანიძე.