ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს შორისაა მიხეილ მდივანი- იგივე ბერმონაზონი ათინოგენი.
სულ კი მეუფე სტეფანემ დღეს ეკლესიიდან სრულად განკვეთა შემდეგი სასულიერო პირები:
- ნასყიდა ღუდუშაური- ყოფილი ბერდიაკონი პეტრე;
- მიხეილ მდივანი- ყოფილი ბერმონაზონი ათინოგენი;
- ტარიელ გვილავა – ყოფილი მონაზონი დანიელი;
- თამაზ სხულუხია -ყოფილი მონაზონი ამბროსი;
- ბაჩუკი ხელაია -ყოფილი მონაზონი დავითი;
- ავთანდილ გვილავა -ყოფილი მონაზონი ბასილი;
- მარკოზ წულაია -ყოფილი მონაზონი მარკოზი;
აეკრძალოთ მათ სამონაზნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვლა, აგრეთვე სამონაზნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება. მათთან და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიაში მონასტრებსა და საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა” ბრძანა მეუფე სტეფანემ და ხელისუფლებას მოუწოდა “ხელი შეუწყოს ეკლესიას ჭყონდიდის ეპარქიაში სიმშვიდისა და წესრიგის აღდგენაში”.