სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში შობადობა 3.7%-ით შემცირდა.
2020 წელს ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნებამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის დაიბადა 24 289 ბიჭი და 22 231 გოგო.
საქსტატის ცნობით, 2020 წელს დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება, ანუ სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის 4 017 ერთეულით განისაზღვრა.
ამასთან, უწყების მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს არარეგისტრირებულ ქორწინებაში 16 877 ბავშვი დაიბადა, რაც ცოცხლად დაბადებულების 36.3 %-ს შეადგენს.