ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში, კობახიძეების ოჯახში მომხდარ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უნედური შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
დიასახლისმა სახლიდან გამოსვლა ვერ მოახერხა.
სავარაუდოდ ხანძრის მიზეზი საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქება გახდა.
დაზუსტებული ინფორმაცია ამ წუთისთვის არ ვრცელდება, თუმცა ვარაუდობენ რომ სამზარეულოში გაზის ბალონი აფეთქდა.