ინციდენტი ძიმითში – ძიმითის საუბნო საარჩევნო კომისიიდან ერთი ბიულეტენი გაქრა

სულ რამდენიმე წუთია, ოზურგეთში ოზურგეთის მერის არჩევნების მეორე ტური  დაიწყო.

პარალელურად, ოზურგეთლები დღეს აირჩევენ ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ანუ 16 საარჩევნო უბანში  მუნიციპალური საკრებულოს ოთხ მაჟორიტარს.

უკვე დაფიქსირდა პირველი მძიმე შემთხვევა. ეს არის ძიმითის საარჩევნო უბანი,სადაც როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადაებენ, ერთი ბიულეტენი გაქრა.

ამ წუთებში მიმდინარეობს საჩივრების დაწერა სლქო საარჩევნო კომისიის სახელზე,თუმცა კომისიის თავმჯდომარე ბერდია ლომიძე ჩვენთან  საუბრში აცხადებს, რომ პრობლემა აღმოფხვრილია. მისი თქმით,რეგისტრატორმა ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა და როგორც კი აღმოჩნდება კონვერტში ორი ბიულეტენი , ის ხმები მაშინვე გაბათილდება.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სწორედ ასეთი ბიულეტენებია არჩევნების გაყალბების მექანიზმი. აქედან გამომდინარე,  ძიმითში გარკვეული დაძაბულობა არის.

რაც შეეხება ბერდია ლომიძეს, ის აცხადებს, რომ ყველა სააარჩევნო უბანში არჩევნები თავის დროზე დაიწყო და მშვიდ ვითარებაში  მიმდინარეობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share