“პირდაპირ ვთქვათ: ეს არ არის დემოკრატია” – ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი 31 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის დანიშვნას.
იან კელი Twitter-ზე აშშ-ს საელჩოს კრიტიკულ განცხადებას ციტირებს.
ცნობისთვის, 31 ოქტომბერს მოსამართლეთა 30-ე კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2 ახალი მოსამართლე წევრი: პაატა სილაგაძე და გიორგი გოგინაშვილი აირჩია.