მიშა ცუდად არის, სახელებს ვერ იხსენებს – ნიკა გვარამია

მე დღეს ვერ ვიქნები ომახიანი. ტყუილს ვერ ვიტყვი – მიშა ცუდად არის – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა განაცხადა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა, მიხეილ სააკაშვილს მეხსიერების პრობლემა დაეწყო.

დღეს მითხრა – გეხვეწები, საჯაროდ მადლობა უთხარი იმ გოგოსო.

– ვინ გოგოს მეთქი? 

ძაან მაგარი გოგო როა, პარლამენტში რომ შიმშილობა დაიწყოო.

– ლაკას მეთქი?

– ჰო, წარმოგიდგენია, უკვე ვერ ვიხსენებ სახელებსო – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

შიმშილობის 35-ე დღე, ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად დამძიმდა. ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე კვლავ უარს აცხადებს.

დღეს მიხეილ სააკაშვილის დედამ მიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს სთხოვს, ყველა ღონე იხმაროს, რათა მისი შვილი უკრაინაში გადაიყვანოს, სადაც მისი მკურნალობისთვის აუცილებელი პირობებია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share